საზოგადოება თიკა ჯამბურია: - "... არ გვჭირდება არავის "რუბლები" და ძალით დახმარებები, არც უბედურებაზე აწყობილი პიარები..." 2015, 20 ივნისი, 1:38 ახალგაზრდა მომღერალი თიკა ჯამბურია თბილისში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება. - ''მგონი, მე არ დამიწერია მარტო დიდი სტატუსი, ასე რომ, ჩემი ჯერიც დადგა... პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მეამაყება ის, რომ ამ თაობის წევრი ვარ ! 90-იანებიდან მოყოლებული ჩვენ ჩვენ სამშობლოსთან ერთად გამოვიარეთ ყველა უბედურება და გასაჭირი... ჩვენ ვიცით და სისხლში გვაქვს გამჯდარი ის, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნისთვის... ჩვენ ვართ თაობა, რომელსაც ენატრება, უფრო სწორად აინტერესებს - რა არის მშვიდ ქვეყანაში ცხოვრება... არა იმისთვის, რომ პიარი გაუკეთონ თავიანთ თავს უბედურების ფონზე. ეს იყო კიდევ ერთი დიდი უბედურება, რომელიც ჩვენმა საწყალმა ქვეყანამ გადაიტანა... იმის თქმა მინდოდა, რომ ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ვცხოვრობ და მიუხედავად იმისა, რომ აქედან წასვლა სულ მინდოდა, ახლა ვხვდები, რომ ჩემნაირი სამშობლო არავის არ აქვს და ვერასოდეს ვერ შემიცვლიან... 293 11-ს მოსწონს
|