საზოგადოება ივლიტა ჯიბუტის მეუღლე საზოგადოებას თხოვნით მიმართავს 2015, 19 ივნისი, 3:05
დილიდან ვეძებთ, სოციალურ ქსელში დავძვრებით დაუსრულებლად ჩვენს თავს დატეხილი უბედურების შესახებ ხომ არაფერია ახალი.ახალს და კარგს რას უნდა ველოდოთ, მით უმეტეს, როცა თითოეულმა ჩვენთაგანმა იცის, რომ გააფთრებული ცხოველების მცირე ნაწილი ჯერ კიდევ გაავებული დაძრწის თბილის ქუჩებში ან საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებში იმალება. სტატიაში იმ სიახლეზე მინდა გითხრათ, რაც ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გარდაცვლილი ივლიტა ჯიბუტის მეუღლემ დავით სიხარულიძემ დაწერა. რას წერს ახალგაზრდა კაცი, რომელსაც დაუნდობელმა სტიქიამ ფეხმძიმე მეუღლე ივლიტა ჯიბუტი მოსტაცა: - " გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიეთ ივლიტას წმინდა სული.უდიდესი თხოვნა იქნება ჩემი.ყველას უდიდესი მადლობა". 548 7-ს მოსწონს
|