x
image
ვიზა კოხაძე
ივლიტა ჯიბუტის მეუღლე საზოგადოებას თხოვნით მიმართავს

imageპრესა, ტელევიზიები, სოციალური მედია და გულდამწვარი და უზომოდ დამწუხრებული ქართული საზოგადოება ყოველდღე ახლის მოლოდინშია. იმ იმედით იძინებს ყველა, რომ დილით ტელევიზიის რომელიმე არხი უგზოუკვლოდ დაკარგული ჩვენი თანამოქალაქეების პოვნის შესახებ ინფორმაციას მოისმენს.გარდაცვალება საყვარელი ადამიანის ხომ უდიდესი ტკივილი და სამუდამო დაღის დასმაა. მით უფრო, როცა ტკივილს კიდევ მეორე უბედურება ემატება...

დილიდან ვეძებთ, სოციალურ ქსელში დავძვრებით დაუსრულებლად ჩვენს თავს დატეხილი უბედურების შესახებ ხომ არაფერია ახალი.ახალს და კარგს რას უნდა ველოდოთ, მით უმეტეს, როცა თითოეულმა ჩვენთაგანმა იცის, რომ გააფთრებული ცხოველების მცირე ნაწილი ჯერ კიდევ გაავებული დაძრწის თბილის ქუჩებში ან საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებში იმალება.

სტატიაში იმ სიახლეზე მინდა გითხრათ, რაც ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გარდაცვლილი ივლიტა ჯიბუტის მეუღლემ დავით სიხარულიძემ დაწერა. რას წერს ახალგაზრდა კაცი, რომელსაც დაუნდობელმა სტიქიამ ფეხმძიმე მეუღლე ივლიტა ჯიბუტი მოსტაცა: - " გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიეთ ივლიტას წმინდა სული.უდიდესი თხოვნა იქნება ჩემი.ყველას უდიდესი მადლობა".imageimageარა ერთი ემოციური პოსტი და სტატია მიეძღვნა ამ არაჩვეულებრივი ქართული წყვილის ხანმოკლე სიყვარულის ისტორიას, გოგონა, რომელსაც ანგელოზებს ადარებენ თავისი მშვიდი და უზომოდ კეთილი ბუნებით, გოგონა, რომელიც მეუღლესთან ერთად მშვიდად იდგა სახლის სახურავზე და ლოცულობდა იმ იმედით, რომ ღმერთი არ გაწირავდა.ივლიტა ჯიბუტი ხომ მამაოს ქალიშვილი იყო და ალბათ ბავშვობიდან გაძლიერებული რწმენის გამო ის ხომ სასოწარკვეთილებას არ მიეცემოდა.შეგახსენებთ, რომ გოგონა სამი დღის შემდეგ " მზიურის" ტერიტორიაზე იპოვეს.






0
548
7-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
548
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0