x
image
worldsport.ge
21-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური

image17 ივნისს ჩეხეთში ევროპის 21- წლამდე ჩემპიონატი დაიწყება. ამ ფაქტთან დაკავშირებით უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ყველა დროის სიმბოლური ნაკრები დაასახელა, რომელიც იმ ფეხბურთელებისგან შესდგება, რომლებსაც ევროპის ჩემპიონატის ზემოაღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში ფინალურ ეტაპზე უთამაშიათ.
უეფამ შემდეგ 11 ფეხბურთელი გამოარჩია:
მეკარე: მანუელ ნოიერი (გერმანია, 2009 წელს ითამაშა)
მცველები: ბრანისლავ ივანოვიჩი (სერბეთი, 2004, 2006, 2007), ალესანდრო ნესტა (იტალია, 1996), მატს ჰუმელსი (გერმანია, 2009), ჯორჯო კიელინი (იტალია, 2006, 2007)
ნახევარმცველები: ანდრეა პირლო (იტალია, 2000, 2002), ჩაი ერნანდესი (ესპანეთი, 2000), ფრენკ ლამპარდი (ინგლისი, 2000), მესუტ იოზილი (გერმანია, 2009)
თავდამსმხელები: რაული (ესპანეთი, 1996), ფრანჩესკო ტოტი (იტალია, 1996)
2015 წლის ევროპის ჩემპიონატი 17 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით გაიმართება. ტურნირში მონაწილეობას რვა გუნდი მიიღებს.


გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge

0
141
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0