x
image
worldsport.ge
პრემიერლიგის კალენდარი ცნობილია

imageინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ პრემიერლიგის ახალი, 2015-2016 წლების სეზონის კალენდარი გამოაქვეყნა. ალბიონელთა მთავარი ლიგა სტარტს 8 აგვისტოს აიღებს და მომავალი წლის 15 მაისს დასრულდება.
ჩემპიონატის პირველ ტურში გამორჩეული მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართება, სადაც ადგილობრივი "მანჩესტერ იუნაიტედი" ლონდონის "ტოტენჰემს" დაუხვდება.
მეორე ტურში ცენტრალური იქნება "სიტისა" და "ჩელსის" მატჩი, რომელსაც "ეტიჰად სთედიუმი" უმასპინძლებს. ერთი კვირის თავზე კი "ემიერეიტსზე" "არსენალი" და "ლივერპული გაარკვევენ ურთიერთობას. 13 სექტემბერს ერთმანეთს "მანჩესტერი" და "ლივერპული" დაუპირისპირდებიან. ჟოზე მოურინიოსა და არსენ ვენგერის პირველი საახალსეზონო ჯახი 19 სექტემბერს "სტემფორდ ბრიჯზე" გველოდება. ლივერპულურ დერბს კი 3 ოქტომბერს "გუდისონ პარკი" უმასპინძლებს.
მანჩესტერული დერბი 24 ოქტომბერს "ოლდ ტრაფორდზე" შედგება, ერთი კვირის შემდეგ კი "ჩელსი" "ლივერპულს" უმასპინძლებს. მოურინიოს გუნდი 28 ნოემბერს ლონდონურ დერბიში "უაით ჰართ ლეინს" ეწვევა. 29 დეკემბერს, "ოლდ ტრაფორდი" "იუნაიტედისა" და "ჩელსის" გამორჩეული შეხვედრის დამხვდური იქნება.

გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge

0
159
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0