მადრიდის "ატლეტიკოს" ბრაზილიელი მცველი მირანდა მილანის "ინტერში" გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია. ამის შესახებ ავტორიტეტული იტალიური გამოცემა "გაძეტა დელო სპორტი" იუწყება.
გამოცემის ცნობით, 30 წლის ფეხბურთელი უახლოეს დღეებში მილანში ჩავა და "ნერაძურის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება. "ინტერი" მადრიდულ გუნდს 11 მილიონ ევროს სთავაზობს, ხოლო "როხიბლანკო" ჯერჯერობით 15 მილიონს ითხოვს. თუმცა, თუ წყაროს დავუჯერებთ, ეს დეტალი მალევე მოგვარდება. მირანდა იტალიურ გრანდში სეზონში ანაზღაურების სახით 2.5 მილიონ ევროსა და დამატებით ბონუსებს მიიღებს.
მირანდა "ატლეტიკოში" 2011 წლიდან მოყოლებული თამაშობს. გასულ სეზონში მან ესპანურ ლა ლიგაში 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა და სამი გოლი გაიტანა.
გიორგი მელქაძე
www.worldsport.ge