x
image
worldsport.ge
“გენკის” ახალი თავკაცი ოქრიაშვილს შანსს მისცემს

imageბელგიის “გენკის” ახალი მთავარი მწვრთნელი პეტერ მასი საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების შემტევ ნახევარმცველს თორნიკე ოქრიაშვილს კიდევ ერთ შანსს მისცემს.
შოტლანდიელი ალექს მაკლიშის მაგივრად მასის დანიშვნის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოქრიაშვილს გუნდიდან გაუშვებდნენ. თუმცა, ინტერნეტპორტალი hbvl.be იუწყება, რომ “გენკის” ახალი თავკაცი ქართველს შეხვდება და პირისპირ დაელაპარაკება.
ოქრიაშვილს “გენკთან” კონტრაქტი 2017 წლის პირველი ნახევრის გასვლის შემდეგ უმთავრდება.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
92
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0