“ნიუკასლ იუნაიტედის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მწვრთნელები ჯონ კარვერი და სტივ სტოუნი დაითხოვა. ინგლისელმა სპეციალისტმა გუნდი მიმდინარე წლის იანვარში ჩაიბარა. “ნიუკასლმა” მისი ხელმძღვანელობით 16 მატჩი ჩაატარა, მოიგო 3, 3 ფრედ დაასრულა, ხოლო 10 შეხვედრა დათმო. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ გაწვრთნის “კაჭკაჭებს” მომდევნო სეზონისთვის.