საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს, რომელიც კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით ავსტრიაში ემზადება, სრულად შესავსებად მხოლოდ მათე ვაწაძე აკლია.
“ორჰუსის” ფორვარდი 6 ივნისს დანიის პირველ დივიზიონში დასკვნით მატჩს ჩაატარებს და 7 ივნისს ეროვნულ გუნდს შეუერთდება.
ნაკრების პრესსპიკერმა ოთარ გიორგაძემ “მსოფლიო სპორტს” აცნობა, რომ ცხადაძის შეგირდები დაბა ვინდისგარშტენში ჩვეულ რეჟიმში ემზადებიან და ტრავმირებული არავინაა.
ავსტრიაში შეკრებაზე გამოძახებულ ფეხბურთელთა სია ასე გამოიყურება:
მეკარეები: გიორგი ლორია („ოლიმპიაკოსი“, საბერძნეთი), ნუკრი რევიშვილი („ტოსნო“, რუსეთი), როინ კვასხვაძე („ოთელოსი“, კვიპროსი).
მცველები: ალექსანდრე ამისულაშვილი („ინტერი“, აზერბაიჯანი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), უჩა ლობჟანიძე („ომონია“, კვიპროსი), კახა ალადაშვილი („სკა ენერგია“, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი („ტოსნო“, რუსეთი), ლაშა დვალი („ქასიმფაშა“, თურქეთი), ლაშა სალუქვაძე („ინტერი“, აზერბაიჯანი), ლაშა თოთაძე („დინამო“, საქართველო).
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი („კარპატი“, უკრაინა), კახა მახარაძე („ფახთაქორი“, უზბეკეთი), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“, რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე („ვოლინი“, უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), გოგიტა გოგუა („სკა ენერგია“, რუსეთი), ლევან ყენია („სლავია“, ჩეხეთი), თორნიკე ოქრიაშვილი („გენკი“, ბელგია), გიორგი პაპუნაშვილი (“დინამო”).
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია), მათე ვაწაძე („ორჰუსი“, დანია), გიორგი ჭანტურია („კლუჟი“, რუმინეთი), ბაჩანა ცხადაძე („ინტერი“, აზერბაიჯანი).
9 ივნისს, ავსტრიის ქალაქ ლინცში საქართველო-უკრაინის ამხანაგური მატჩი ჩატარდება და თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. 13 ივნისს, ვარშავაში პოლონეთია-საქართველოს შეხვედრა სტარტს 20:00 საათზე აიღებს.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge