x
image
worldsport.ge
ბერლუსკონიმ “მილანი” სანახევროდ გაასხვისა

imageიტალიური “მილანის” აქციათა საკონტროლო პაკეტი ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ გაიყიდა. გუნდის მფლობელმა და პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ 470 მილიონ ევროდ აქციათა 48% ტაილანდელ ბიზნესმენ ბი ტეჩობოლს მიყიდა. აზიელს გუნდის აქციათა სრული პაკეტის შეძენა 1 მილიარდი ევროს სანაცვლოდ სურდა, თუმცა ბერლუსკონიმ “როსონერის” სრულად გასხვისებისგან თავი შეიკავა.
“სილვიო ბერლუსკონი ისევ გუნდის პრეზიდენტი იქნება და ბი ტეჩობოლის დახმარებით “მილანის” ძველ სიმაღლეზე დაბრუნებას ეცდება. ჩვენს გუნდს გააჩნია ეკონომიკური და სპორტული კუთხით ამბიციური პროექტი, რომლის წყალობითაც პრესტიჟულ შედეგებს მივიღებთ”, - წერს “როსონერი”.
ამიერიდან “მილანის” საკონტროლო პაკეტის 52%-ის მფლობელი ბერლუსკონი იქნება, ხოლო დანარჩენი 48%-ის ბი ტეჩობოლი.


გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge

0
163
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
163
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0