x
image
ვიზა კოხაძე
90 - იანი წლების ჰოლივუდის ყველაზე პოპულარულ და " სასურველ სასიძოს" დღეს ახალი სიყვარული ეწვია

imageჰოლივუდის ვარსკვლავს ლეონარდო დიკაპრიოს ახალი სიყვარული ეწვია და განვლილი 40 წელი მსახიობმა იმაზე მეტ ქერათმიანთან სასიყვარულო ურთიერთობებში გაატარა, ვიდრე ეს წარმოსადგენი იყო. ამჟამად მისი მორიგი სიყვარულის თუ ფლირტის ობიექტი 24 წლის სუპერმოდელი კელი რორბახი გახლავთ. არა და ყვითელი პრესა სულ ცოტა ხნის წინ ლეოსა და რიანას სასიყვარულო კავშირებზე წერდა.ფაქტია, რომ სუპერვარსკვლავი მუდამ ქერათმიან ქალბატონებს და უმეტეს შემთხვევაში სუპერმოდელებს უკავშირებს ხანმოკლე ურთიერთობებს. წყვილი პაპარაცებმა ახლახანს "CFDA after-party" შენიშნეს და საკმაოდ ახლო ურთიერთობაზეც ალაპარაკდნენ - წერს წყარო.ისინი გასული წლის აპრილშიც ლოს ანჟელესის ერთ - ერთ ღამის კლუბში დააფიქსირეს ურთიერთზე ჩამოკიდებულები.

ცოტა რამ ლეოს განვლილი ცხოვრებისა და ქერათმიანებთან სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ: - " გასული საუკუნის 90 - იან წლებში დიდების მწვერვალზე მყოფი დიკაპრიო საჯაროდ გაიცნო მსოფლიომ, ის ჰოლივუდის ერთადერთი სასურველი სასიძო გახდა და აქედან დაიწყო მისი დაუსრულებელი რომანები. მისი პირველი " სიყვარული გახლდათ სუპერმოდელი ბრიჯიდ ჰოლი - ეს იყო 1994 წელი."image

ერთი წლის შემდეგ ურთიერთობა ჰქონდა ნაომი ქემპბელთან, ხოლო 1997 წლიდან, როცა "blockbuster Titanic" პრემიერა შედგა, მან მორიგეობით გამოიცვალა ისეთი სუპერმოდელები, როგორებიცაა ჰელენა კრისტენსენი, ბიჟუ ფილიპსი და ემბერ ვალეტა.imageimageimage

ამას მოჰყვა საუკუნის დასაწყისის რომანები ისევ სუპერმოდელებთან - ჟიზელ ბიუნდჰენთან, ბარ რაფაელთან, ტონი გარნთან, მაგრამ ყველა კრახით დასრულდა და თითმის მათი უმეტესობა ლეოზე გაბრაზებული და გულდაწყვეტილი დარჩა.imageimageimageდა დღეს კი ვარსკვლავი 24 წლის კელი რორბახით არის გატაცებული.image
imageimageimage



0
703
8-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
703
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0