x
image
worldsport.ge
“დილა” ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების დამატებას აპირებს

imageსაქართველოს მოქმედი ჩემპიონი გორის “დილა” ახალი სეზონისთვის გაძლიერებას გეგმავს. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” გორელმა მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა განუცხადა: “გუნდი რამდენიმე ახალ ფეხბურთელს დაიმატებს. ამ ეტაპზე კონკრეტული გვარების დასახელება არ შემიიძლია. 5 ივნისს გუნდის ხელმძღვანელობა ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს”.
სოსიაშვილმა ჩვენთან საუბარში ნუკრი რევიშვილის, გიორგი ნავალოვსკის, ოთარ მარცვალაძისა და ალექსანდრე ამისულაშვილის ტრანსფერების შესახებ გავრცელებული ინფორმაციაც დაადასტურა: “ვადასტურებ, რომ მართლაც დაინტერესებული ვართ ამ ფეხბურთელებით და მოხარული ვიქნებით, თუ ისინი გორის დილას გააძლიერებენ. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. კიდევ ვიმეორებ 5 ივნის ყველაფერი ნათელი გახდება.”
სოსიაშვილმა კომენტარი გუნდიდან შესაძლო წამსვლელებზეც გააკეთა - “ამ დროისთვის “დილა” არავის დაუტოვებია და კლუბის სურვილით გუნდიდან არავინ წავა”.

გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge

0
147
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0