იტალიური მედიის ცნობით, “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა “იუვენტუსის” ნახევარმცველს პოლ პოგბას 5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რომლის მიხედვით, ფრანგი ფეხბურთელი წელიწადში 18 მილიონ ევროს მიიღებს.
ცნობილია, რომ პოგბასთან მოსალაპარაკებლად ტურინში იმყოფება “ბარსელონას” სპორტული დირექტორი არიედო ბრაიდა.
პოგბას “იუვენტუსთან” კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს.
ლაშა ქოიავა
www.worldsport.ge