x
image
worldsport.ge
ნარიაშვილი “მონპელიეში” 2018 წლამდე

imageსაქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და საფრანგეთის ტოპ 14-ის “მონპელიეს” ბურჯმა მიხეილ ნარიაშვილმა, კლუბთან კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივა და იქ 2018 წლის ივნისამდე დარჩება.
ნარიაშვილი, რომელსაც 25 წელი 25 მაისს შეუსრულდა, “მონპელიეში” ხუთი წლის წინ მივიდა და პირველ წელიწადს გუნდთან ერთად საფრანგეთის ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო. მომავალი წლიდან ის პირველ გუნდში დაწინაურდა და ელიტურ რაგბიში სადებიუტო მატჩი 2011 წლის 14 ოქტომბერს “ბაიონის” წინააღმდეგ ჩაატარა. 2012 წელს მან მიწვევა ეროვნულ გუნდშიც მიიღო და იმავე წელს “მონპელიესთან” თავისი პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა.
დღემდე ნარიაშვილის ანგარიშზე 26 სანაკრებო კეპია. საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, მან 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 21 შემთხვევაში სასტარტო შემადგენლობაში იყო. ის რამდენჯერმე მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში. გარდა ამისა, მან ჩემპიონთა თასის სამ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0