რაგბი მილიონერი კარტერი და დანარჩენები 2015, 28 იანვარი, 12:23 ![]() ყველაზე მაღალანაზღაურებადი მორაგბეების ათეულს თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ მათი წლიური ფინანსური მონაგარი ხშირ შემთხვევაში ფეხბურთელთა ყოველთვიურ შემოსავალსაც არ უტოლდება. ყველაზე დიდი შემოსავალი ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრების მგეზავს, ტესტ-მატჩებში პლანეტის საუკეთესო მექულე დენ კარტერს ექნება, რომელიც მომავალი სეზონიდან, უფრო ზუსტად კი, 2015 წლის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ საფრანგეთში, პარიზულ “რასინგ მეტროში” გადავა. ახალ გუნდში ის სეზონის განმავლობაში 1 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ამ შესანიშნავი ათეულიდან 9 საფრანგეთში თამაშობს, 7 მათგანი კი, ორი გუნდის – “ტულონისა” და “რასინგ მეტროს” ღირსებას იცავს (ან დაიცავს). ამ შვიდეულიდან 4 მამუკა გორგოძის, კოტე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას თანაგუნდელია (“ტულონი”): დენ კარტერი, ახალი ზელანდია/ რასინგ მეტრო (საფრანგეთი) - 1 მილიონი ფუნტ სტერლინგიმეტ გიტო, ავსტრალია/ ტულონი (საფრანგეთი) - 700 ათასი ფუნტ სტერლინგილი ჰალფპენი, უელსი/ ტულონი (საფრანგეთი) - 600 ათასი ფუნტ სტერლინგისემ ბერჯესი, ინგლისი/ ბათი (ინგლისი) - 500 ათასი ფუნტ სტერლინგი ჯონათან სექსტონი, ირლანდია/ რასინგ მეტრო (საფრანგეთი, სეზონის დასრულების შემდეგ სამშობლოში ბრუნდება) - 494 ათასი ფუნტ სტერლინგიბრაიან ჰაბანა, სამხრეთ აფრიკა/ ტულონი (საფრანგეთი) - 474 ათასი ფუნტ სტერლინგიმორგან პარა, საფრანგეთი/ კლერმონი (საფრანგეთი) - 436 ათასი ფუნტ სტერლინგიტიერი დუსოტუარი, საფრანგეთი/ ტულუზა (საფრანგეთი) - 408, 1 ათასი ფუნტ სტერლინგიჯემი რობერტსი, უელსი/ რასინგ მეტრო (საფრანგეთი, სავარაუდოდ, სეზონის დასრულების შემდეგ სამშობლოში, კარდიფ ბლუზში დაბრუნდება) - 390 ათასი ფუნტ სტერლინგიბაკოს ბოთა, სამხრეთ აფრიკა/ ტულონი (საფრანგეთი) - 389 ათასი ფუნტ სტერლინგი ზურა ქსოვრელიwww.worldsport.ge 62 1-ს მოსწონს
|