რაგბი
FIRA-ს რუმინელი პრეზიდენტი ყავს
2013, 9 ივლისი, 16:17
52 წლის რუმინელი ოქტავიან მორარიუ ევროპული რაგბის მმართველ ორგანიზაცია FIRA-AER-ის პრეზიდენტად აირჩიეს.
ასეთი გადაწყვეტილება სტოკჰოლმში გამართულ 90-ე გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს. რუმინელმა 301-იდან 255 ხმა მიიღო და ჟან-კლოდ ბაკეს ადგილს მინიმუმ სამ-ნახევარი წლით დაიკავებს.
მორარიუ 2004 წლიდან FIRA-ს ვიცეპრეზიდენტი იყო და რუმინეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტიცაა.
www.worldsport.ge