x
image
worldsport.ge
“ყოჩების” საჩუქარი მრავალშვილიან დედებს

imageimageსაქართველოს ჩემპიონატის ლიდერი ბოლნისის “ყოჩები” სოციალურ აქტივობას განაგრძობს. 3 მარტს საქართველოში დედების დღე რომ აღინიშნება, კლუბის ხელმძღვანელობა და მოთამაშეები ბოლნისში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს ეწვივნენ და მცირედი საჩუქარი გაუკეთეს.
მოთამაშეები ჯერ 3 შვილის დედას - ზოია ჩუბინიძეს ესტუმრნენ, პირველადი მოხმარების პროდუქტები გადასცეს და დახმარებას მომავალშიც დაჰპირდნენ.
“ამ გუნდის წევრები მართლაც კარგად საქმეს აკეთებენ. ნამდვილად არ ველოდებოდი ასეთ დახმარებას და გაოცებული ვარ. ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ სპორტსმენს, რომელმაც ეს სიკეთე გამოიჩინა”, - თქვა ქალბატონმა ზოიამ.
თემო სოხაძე (“ყოჩების” კაპიტანი): “დედის დღესთან დაკავშირებით ამ ოჯახს ვეწვიეთ და მცირეოდენი საჩუქარი გავუკეთეთ. ახლა ბოლნისის სხვა ოჯახებსაც ვეწვევით და მათაც გავუკეთებ ანალოგიურ საჩუქარს”.
შემდეგი გაჩერება ჭანკოტაძეების ოჯახი იყო, სადაც 10 შვილის დედა ქალბატონი ნონა ცხოვრობს. ამ საჩუქრის შესახებ წინასწარ არც მან იცოდა. “ყოჩების” მორაგბეებმა ოჯახს ფქვილი და სხვა საჭირო პროდუქტები მიუტანა.
“მოულოდნელი იყო ასეთი სტუმრობა. ამდენი წელია დედის დღე არსებობს და აქამდე არასდროს არავის, სიტყვითაც არ მოულოცია. დიდი მადლობა ყველას, რადგან ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემი შვილებისთვის” - თქვა დამსახურებულმა დედამ, ქალბატონმა ნონამ.
გიორგი ბეგაძე (“ყოჩებისა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების 9 ნომერი): “დედის დღესთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ მრავალშვილიან დედებს დავხმარებოდით. შეძლებისდაგვარად გავახარეთ და კარგი იქნება, თუ სხვებიც მოგვბაძავენ და დაეხმარებიან მრავალშვიან ოჯახებს”.
კლუბის ხელმძღვანელობამ ოჯახის წევრებს ასაკობრივ გუნდებში გაწევრიანება შესთავაზა, სადაც ისინი უსასყიდლოდ ივარჯიშებენ.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
28
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0