x
image
worldsport.ge
ბელგიამ რეიტინგში ვერაფერი შეგვმატა

imageრაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ყოველკვირეულ რეიტინგში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 69, 07 ქულით მე-16 ადგილზე რჩება.
“ბორჯღალოსნებმა” ერთა თასის განვლილ მატჩში ატალახებულ “ავჭალაზე” ბელგიას ექვსი უპასუხო ლელო გაუტანეს და 35:0 იმარჯვეს, მაგრამ ამან სარეიტინგო ქულები ვერ მოგვიტანა. მომავალ შაბათს მილტონ ჰეიგის შეგირდები ლისაბონში პორტუგალიას ეთამაშებიან და გამარჯვების შემთხვევაში მონაგარს 0, 33 ქულას შემატებენ, ხოლო თუ სხვაობა 15 და მეტი ქულა იქნება, მაშინ ნამატი 0, 495 ქულა გამოვა.
ნებისმიერ შემთხვევაში, მომავალ კვირაში გამარჯვება საქართველოს წინსვლას არ გამოიწვევს და მხოლოდ კანადასთან ჩამორჩენა შემცირდება. იმედია ასე არ იქნება, მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ, რომ ფრე “ბორჯღალოსნებს” 0, 67 ქულას დააკარგვინებს, მარცხი 1, 67-ს, ხოლო 15 და მეტი ქულით მარცხი 2, 50 ქულას.
განვლილ ტურში ქართველთა უახლოესმა მდევარმა რუმინეთმა პორტუგალიას 24:0 სძლია, მაგრამ სარეიტინგო ქულები ვერც მან მიიღო. მიუხედავად მარცხისა, თავად პორტუგალიელები მაინც დაწინაურდნენ. ეს იმიტომ, რომ ესპანეთი მადრიდში რუსეთთან 25:28 დამარცხდა და 1, 25 ქულა დაკარგა. ამდენივე ქულა მიიღეს “დათვებმა” და მათ ურუგვაისთან უპირატესობა გაზარდეს, თორემ მე-18 ადგილზე მყოფ აშშ-ს ნაკრებს ჯერაც ბევრით ჩამორჩებიან.
მოწინავე 30 გუნდში კიდევ ერთი ცვლილება მოხდა და ისიც მარცხმა განაპირობა. შოტლანდია ირლანდიასთან 6:28 დამარცხდა და 0, 63 ქულა დაკარგა, რის გამოც მას არგენტინამ გადაასწრო და მე-10 ადგილამდე დააქვეითა. თავის მხრივ, ირლანდიელები უელსს მიუახლოვდნენ და თუ შაბათს “დრაკონების” დამარცხება შეძლეს, მას უკან მოიტოვებენ.
უელსმა იტალიას 23:15 აჯობა, მაგრამ ამით ვერაფერი მიიღო, ისევე, როგორც იტალიას არაფერი დაკლებია. საფრანგეთმა საფინალო სასტვენამდე 2 წუთით ადრე გატანილი ლელო-გარდასახვით 26:24 რომ იმარჯვა, მონაგარი 1, 18 ქულით გაზარდა და ახლა მას 2, 47 ქულით ჩამორჩება.

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 3 თებერვლისთვის


1 (1). ახალი ზელანდია 93, 81
2 (2). სამხრეთ აფრიკა 89, 34
3 (3). ავსტრალია 86, 88
4 (4). ინგლისი 84, 52
5 (5). საფრანგეთი 82, 05
6 (6). უელსი 80, 19
7 (7). ირლანდია 79, 96
8 (8). სამოა 77, 34
9 (10). არგენტინა 76, 44
10 (9). შოტლანდია 75, 92
11 (11). ფიჯი 74, 21
12 (12). ტონგა 73, 21
13 (13). იტალია 73, 13
14 (14). იაპონია 72, 06
15 (15). კანადა 70, 75
16 (16). საქართველო 69, 07
17 (17). რუმინეთი 67, 47
18 (18). აშშ 67, 41
19 (19). რუსეთი 62, 39
20 (20). ურუგვაი 60, 77
21 (22). პორტუგალია 59, 37
22 (21). ესპანეთი 59, 37
23 (23). ნამიბია 58, 79
24 (24). კორეა 58, 10
25 (25). ჰონკონგი 56, 35
26 (26). გერმანია 56, 20
27 (27). ბელგია 55, 72
28 (28). ჩილე 55, 44
29 (29). მოლდოვა 55, 11
30 (30). ზიმბაბვე 53, 56
31 (31). ჰოლანდია 52, 86
32 (32). პოლონეთი 52, 32
33 (33). უკრაინა 52, 17
34 ...


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
29
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0