გიორგი მერებაშვილს სამი ბერძნული საფეხბურთო კლუბი “ვერია”, “ატრომიტოსი” და “პანათოლიკოსი” ეპატიჟება. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი sport24.gr-ი იუწყება.
“ატრომიტოს” და “პანათოლიკოსი” ხელფასის სახით მერებაშვილს წელიწადში 100000 ევროს სთავაზობენ. რაც შეეხება “ვერიას”, ბერძნულ პრესაში ამ კლუბის წინადადების დეტალები არ დასახელებულა. თუმცა, ცნობილია, რომ “ვერია” 28 წლის შემტევ ნახევარმცველს, რომელმაც გასული სეზონი ოფი-ში გაატარა, უკვე დაეკონტაქტა.
sport24.gr-ის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს, რადგან მას შეთავაზებები თურქული და ჩინური კლუბებიდანაც აქვს.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge