ფეხბურთში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალზე დასწრება უფასოა. ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი იუწყება. ფინალში ერთმანეთს თბილისის “დინამო” და “სამტრედია” დაუპირისპირდებიან. მომავალი მატჩში 26 მაისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგება და 19:00 საათზე დაიწყება. “დინამო” თასის ფინალში მეთოთხმეტედ ითამაშებს, ხოლო “სამტრედია” – პირველად.