x
image
ვიზა კოხაძე
ყოფილი მოდელის ტრაგიკული აღსასრული ( + ვიდეო )
imageგულდასაწყვეტი და შემზარავი სიკვდილის მომსწრენი გახდნენ გამთენიისას ვენესუელაში, კარაკასის ცენტრალურ პარკში ნაპოვნი გვამით ადგილობრივი მოსახლეობა და თვითმხილველები.ვენესუელის სამოდელო ისტორიაში ერთ - ერთი ულამაზესი და საუკეთესო მოდელი გასული საუკუნის 70 - იანი წლების Damarys Ruiz, რომელმაც ბოლო 15 წელი ქუჩაში " უსახლკარო და უპატრონო ქალის იმიჯით" გაატარა - წერს წყარო.ის 68 წლის ასაკში უპატრონოდ გარდაიცვალა და იდენტიფიცირებისთვის ოჯახის არც ერთი წევრი არ მისულა არც საავადმყოფოში და არც პოლიციაში. როგორი იყო ყოფილი " მის ვენესუელას" ცხოვრება და რას წერს წყარო Damarys Ruiz - ის შესახებ?image

" ის არასოდეს აქცევდა განსაკუთრებულ ყურადღებას საკუთარ პოპულარობას და ცნობადობას, რადგან არასოდეს ჰქონია მხარდაჭერა არც ოჯახის წევრებისგან და არც მეგობრებისგან.სამოდელო კარიერისთვის დიდ დროს არ ხარჯავდა, რამდენადაც თავის გასატანად ხელნაკეთი საიუველირო ნივთებით ვაჭრობდა კარაკასში.საუბედუროდ ქალბატონი რუიზი საკუთარ ეჭვიან ძმასთან ცხოვრობდა, რომელიც უახლოეს მეგობრებზეც კი ეჭვიანობდა და 26 წლის გოგონას, რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამდა კარიერაში თავისუფლად სუნთქვის საშუალებასაც არ აძლევდა.

ერთ - ერთ ინტერვიუში, რომელიც მან ადგილობრივ ტელევიზიას მისცა და რომელიც 2005 წელს იყო ჩაწერილი, ამბობდა, რომ მას ძმა სასტიკად ექცეოდა, ხშირად ცემდა კიდეც და ლუკმა პურის საშოვნელად მას აგზავნიდა.მან რამდენჯერმე პოლიციაც კი გამოიძახა, მაგრამ 'I repeatedly called the police but they never did anything.'

ამიტომაც ქალბატონმა რუიზმა 2000 წელს სახლიდან გაქცევა გადაწყვიტა და რადგან წასავლელი არსად არ ჰქონდა, ქუჩაში დაიწყო ცხოვრება.image


image
აი რას ამბობს მის შესახებ ვენესუელის ერთ - ერთი გამორჩეული ფიგურა როსალბა ომესი: - "Мой милый старушка..... ის უდიდესი დეპრესიის მსხვერპლი იყო, რადგან გვერდით არავინ არ ჰყავდა. ის იყო ულამაზესი ქალი როგორც გარეგნულად, ასევე სულიერად.განსაკუთრებით მხიბლავდა მისი ინტელექტი და ერუდიცია...მე ვიყავი მისი საუკეთეო მსმენელი თუმცა თავადაც აქტიური მოსმენა იცოდა... და მეც მოხიბლული ვიყავი ფრიად ჩემი თბილი და საყვარელი მოხუცით".


1
495
9-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
495
  
2015, 23 მაისი, 20:43
მაგარი ქალი
0 1 1