თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთ კანდიდატად გია გეგუჩაძე განიხილება.
“მსოფლიო სპორტისთვის” ცნობილია, რომ თბილისური საფეხბურთო კლუბიდან გეგუჩაძეს დაუკავშირდნენ. მართალია ჯერ არაფერი გადაწყვეტილა, თუმცა, დიდი შანსია 49 წლის სპეციალისტი “დინამოს” დაუბრუნდეს, სადაც მთავარ მწვრთნელად 2004-2005 წლებში მუშაობდა და გუნდი უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა.
“დინამოში” 20 მაისს კრების ჩატარება იგეგმება, რის შემდეგ, კლუბიდან წამსვლელ-დამრჩენებზე კიდევ ბევრი რამ გაირკვევა.
“დინამოს” თავკაცის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც კახი გოგიჩაიშვილი და მისი შტაბი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში ლანჩხუთის “გურიასთან” ფრედ (2:2) დასრულებული მატჩის მერე, გუნდიდან დაითხოვეს.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge