x
image
worldsport.ge
კაკაბაძის “ანორთოსისში” ტრანსფერს ჩაშლა ემუქრება

imageთბილისის “დინამოდან” ფამაგუსტას “ანორთოსისში” მარჯვენა მცველ ოთარ კაკაბაძის ტრანსფერი ჩაშლის პირასაა.
ინტერნეტპორტალ kerkida.net-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკების დროს გარკვეული სირთულეები წარმოიშვა და ამჟამად, კონტრაქტის გაფორმება უკვე სათუოა. მართალია, “ანორთოსისი” ცდას არ აკლებს, მაგრამ ყველაფერი იქით მიდის, რომ კაკაბაძე კვიპროსულ კლუბში არ გადავა. არადა, “ანორთოსისი” მოლაპარაკებას აქტიურად აწარმოებდა, ვინაიდან კლუბის ხელმძღვანელობის აზრით, ქართველის გადაბირება მომავალში ინვესტიციის ჩადებაა.
19 წლის კაკაბაძემ “დინამოში” მიმდინარე სეზონში 22 მატჩი ჩაატარა.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
6
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0