x
image
worldsport.ge
კმაყოფილება არა ბუფონის, არამედ "იუვეს" გამო...

imageყოფილი მის ჩეხეთი ალენა სერედოვა იტალიაში ცნობილი ქალბატონია. მოდელი ერთ დროს ტურინის "იუვენტუსის" მეკარის, ჯანლუიჯი ბუფონის მეუღლე გახლდათ და მას ორ შვილსაც უზრდის. სერედოვას იტალიელი ჟურნალისტები "იუვენტუსის" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაზე დაეკითხნენ. ჩეხი ლამაზმანის თქმით, იგი ბედნიერი "იუვეს" გამოა და არა ბუფონის.
"როგორც ნამდვილი გულშემატკივარი ბერლინში წასვლაზე ვფიქრობ. "იუვენტუსი" ის გუნდია, რომელიც იტალიაში ჩასვლისას ავირჩიე, რადგან იქ პაველ ნედვედი თამაშობდა. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ვიცნობდი. ბუფონი? - გახარებული "იუვეს" გამო ვარ, სხვა სათქმელი არაფერია", - ბრძანა სერედოვამ.
ბუფონი და სერედოვა 2006 წელს შეუღლდნენ, თუმცა ლეგენდარულმა მეკარემ ცოტა ხნის წინ, იტალიელ ჟურნალისტ ილარია დამიკოსთან უღალატა და მათი გზებიც გაიყარა.


გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge

0
965
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
965
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0