x
image
worldsport.ge
თარგამაძე დუბლებში ვარჯიშობს და ზაფხულს ელის

imageდავით თარგამაძე დონეცკის “შახტარის” დუბლშემადგენლობაში ვარჯიშობს. ის მიმდინარე სეზონის დასრულებას ელის, რომ ზაფხულში დონეცკელებმა სხვა კლუბში გაანათხოვრონ.
2014-2015 წლების სეზონი თარგამაძემ მარიუპოლის “ილიჩევეცში” დაიწყო, მაგრამ აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებული საომარი მოქმედებების გამო, გუნდი დატოვა.
ამის შემდეგ უკრაინულ პრესაში პერიოდულად იწერებოდა, რომ თარგამაძის თავის რიგებში ხილვა მინსკის “დინამოს”, უჟგოროდის “ჰოვერლას” და ლიტვურ “თრაკაის” სურდათ, მაგრამ ხსენებული სავარაუდო ტრანსფერებიდან არც ერთი განხორციელდა.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0