ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის დამთავრებამდე ორი ტურით ადრე გორის “დილა” საქართველოს ჩემპიონი გახდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გორელებმა სამტრედიაში 1:0 გაიმარჯვეს. ახლა მათ 60 ქულა მოუგროვდათ და თბილისის “დინამო” ქულებით რომც დაეწიოს, პირად შეხვედრებში გორელებს უპირატესობა აქვთ - 0:0 გორში, 2:2 თბილისში. დებულების მიხედვით კი თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგებს ენიჭება - ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი. ამრიგად, თბილისურმა 2:2-მა გორელები ჩემპიონები გახადა.
13 მაისი
სამტრედია – დილა (გორი) 0:1 (0:1)
0:1 ალექსანდრე კვახაძე (43)
კოლხეთი (ფოთი) – მერანი (მარტვილი) 3:0 (0:0)
1:0 შოთა ჯიქია (84), 2:0 თედო კაკულია (90)
მეტალურგი (რუსთავი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 0:0
შუქურა (ქობულეთი) – ცხინვალი 0:0
სიონი (ბოლნისი) – დინამო (ბათუმი) 1:0 (0:0)
1:0 ვიეირა მედინა (80)
დინამო (თბილისი) - ზუგდიდი 7:0 (3:0)
1:0 ვახტანგ ჭანტურიშვილი (15), 2:0 გიორგი პაპუნაშვილი (17), 3:0, 4:0 გიორგი ჩირგაძე (40, 66), 5:0 ჯაბა ჯიღაური (78), 6:0 ვახტანგ ჭანტურიშვილი (80), 7:0 გიორგი ჩირგაძე (90)
ჩიხურა (საჩხერე) – გურია (ლანჩხუთი) 2:1 (2:0)
1:0 ლაშა კუჭუხიძე (33), 2:0 დავით ოდიკაძე (36, პენ.), 2:1 დიმიტრი ზოზულია (88)
ზესტაფონი – ტორპედო (ქუთაისი)
(ტორპედოს ტექნიკური მოგება 0:3)
მეგოლეები:
14 - ირაკლი მოდებაძე (დილა)
12 - გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)
10 – ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია)
9 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), შოთა ლომია (ზუგდიდი), დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი),
8 - გიორგი ბერიაშვილი (დინამო ბათუმი), ნიკა კაჭარავა (ცხინვალი)
7 – ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), თორნიკე კაპანაძე (სამტრედია), კობა შალამბერიძე (გურია), ლაშა შინდაგორიძე (ცხინვალი)
შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა
- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;
www.worldsport.ge