x
image
worldsport.ge
ენრიკე მე-11 მწვრთნელია, ვინც სადებიუტო სეზონში გუნდი ლიგის ფინალში გაიყვანა

image“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე იმ სპეციალისტთა სიაში ჩაეწერა, ვისაც მისი გუნდი პირველივე სამუშაო სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაუყვანია.
აქამდე სადებიუტო სეზონში მსგავს წარმატებას მიაღწიეს: იუპ ჰანკესმა (“რეალი”, 1997/98 წლების სეზონი), ოტმარ ჰიტცფელდმა (“ბაიერნი”, 1998/99), ექტორ კუპერმა (“ვალენსია”, 1999/2000), კლაუს ტოპმიოლერმა (“ლევერკუზენი”, 2001/02), რაფაელ ბენიტესმა (“ლივერპული”, 2004/05), ავრაამ გრანტმა (“ჩელსი”, 2007/08), ხოსეპ გვარდიოლამ (“ბარსელონა”, 2008/09), ლუის ვან გაალმა (“ბაიერნი”, 2009/10), რობერტო დი მატეომ (“ჩელსი”, 2011/12), კარლო ანჩელოტიმ (“რეალი”, 2013/14).
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ნახევარფინალში ლუის ენრიკეს შეგირდებმა ორი მატჩის ჯამში “ბაიერნს” აჯობეს. “ბარსელონამ” პირველ შეხვედრაში მიუნხენელები 3:0 დაამარცხა, საპასუხო მატჩი კი 2:3 წააგო.


www.worldsport.ge

0
7
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0