x
image
worldsport.ge
არველაძის ადვოკატი: “დიდი ხანი ვიბრძოდით და საბოლოოდ გავიმარჯვეთ”

imageსაქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა შოთა არველაძემ ამსტერდამის “აიაქსს” სასამართლოში საქმე მოუგო. ჰოლანდიის საგადასახადო ორგანო ამსტერდამელებს 1997 წელს თურქეთის “ტრაბზონსფორიდან” არველაძის “აიაქსში” ტრანსფერის დროს გადასახადების დამალვას ედავებოდა. საუბარი 1500000 ევროზეა.
ამსტერდამელებმა ქართველ ფეხბურთელს სასამართლოში უჩივლეს და ხსენებული თანხის გადახდა არველაძეს მოთხოვეს. პროცესი რამდენიმე წელი გაგრძელდა. 11 მაისს სასამართლომ შოთა გაამართლა და შესაბამისად ხსენებული თანხის გადახდა ჰოლანდიურ კლუბს დააკისრა. მომხდართან დაკავშირებით “აიაქსის” მესვეურთ კომენტარი არ გაუკეთებიათ. მათ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების უფლება კიდევ აქვთ.
არველაძის ადვოკატ რობ კოენის თქმით, “აიაქსის” როგორც ამჟამინდელი, ასევე ძველი მენეჯმენტის წევრები მშიშრები არიან, რადგან იცოდნენ, რომ მისი კლიენტი მართალი იყო და ხმას არ იღებდნენ.
“ჩვენ დიდი ხანი ვიბრძოდით და საბოლოოდ გავიმარჯვეთ. არველაძის ოჯახს სიხარულის საბაბი აქვს. “აიაქსი” ვალდებულია საგადასახო ორგანოებს გადაუხადოს. დამსაქმებელი პასუხს ყოველთვის აგებს. “აიაქსის” მესვეურებმა სარკეში კარგად უნდა ჩაიხედონ. მათ 12 მილიონი ევრო მიიღეს, როდესაც შოთა “რეინჯერსში” გადავიდა. ყველანი მშიშრები არიან - ვან დერ სარი, ოვერმარსი, ახალი და ძველი მენეჯმენტი. მათ იციან, რომ მართლები არ არიან და საუბარს გაურბიან”, - იუწყება კოენის სიტყვებს nos.nl-ი.
“კლუბის მიმართ ყოველთვის ლოიალური ვიყავი. დღემდე, კლუბში მომუშავე ბევრ ადამიანთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ძალიან მიხარია, რადგან კლუბს ჩემი სახლი და ანგარიშები დაყადაღებული ჰქონდა”, - თქვა არველაძემ.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
205
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
205
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0