x
image
worldsport.ge
ვან გაალმა ვან პერსის გაყიდვა გადაწყვიტა

imageბრიტანული პრესის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა გადაწყვიტა, რომ არცთუ დიდი ხნის წინ გუნდის საუკეთესო ფორვარდი რობინ ვან პერსი ტრანსფერზე დააყენოს.
31 წლის ფეხბურთელს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მას გუნდში არა მხოლოდ შეთანხმების ვადის ბოლომდე, არამედ კიდევ ზედმეტი ერთი წლით სურს დარჩენა. იანვარში ვან პერსიმ დააფიქსირა, რომ შეთავაზების შემთხვევაში მზად იყო კონტრაქტი ერთი სეზონით გაეხანგრძლივებინა.
მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა. ლუის ვან გაალის ხელმძღვანელობით ვან პერსის არცთუ წარმატებული სეზონი ჰქონდა და Guardian-ის ცნობით, მწვრთნელი მზადაა მის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთავაზებები განიხილოს. ვან პერსი “მანჩესტერში” 2012 წლიდან თამაშობს. ჰოლანდიელმა პირველ სეზონში 26 გოლი გაიტანა, მეორეში 12, მიმდინარეში კი მხოლოდ 10.



ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0