x
image
ვიზა კოხაძე
ქეთა თოფურია ლოს ანჟელესის იმ კლინიკაში იმშობიარებს, სადაც შვილები გააჩინეს მადონამ, კიმ კარდაშიანმა, ალსუმ, ბრიტნი სპირსმა და ანა სედოკოვამ

imageქალთა ჟურნალმა woman.ru. გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯგუფ "A სტუდიოს" - ს სოლისტი ქეთა თოფურია ბავშვს ამერიკაში, ლოს ანჟელესის ყველაზე საუკეთესო კლინიკაში გააჩენს.ცოტა ხნის წინ 28 წლის ქართველი მომღერალი 41 წლის მეუღლესთან ბ ბიზნესმენ ლვა გეიხმანთან ერთად ამერიკაში შენიშნეს.არც თუ დიდი ხნის წინ ვარსკვლავმა ერთ - ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსკოვში აპირებდა შვილის გაჩენას, რადგანაც ის დაბეჯითებით ენდობოდა პასუხისმგებლობის მქონე რუს სპეციალისტებს, თუმცა ბიზნესმენი მეუღლე ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ქეთას და გეიხმანს შვილის გაჩენა თავიდანვე საზღვარგარეთ ჰქონდა გადაწყვეტილი.

წყვილი მაისის დღესასწაულებამდე ერთი დღით ადრე გაემგზავრა ამერიკაში და მოსკოვში დაბრუნებას სექტემბრის ბოლომდე არც აპირებენ, სანამ ბავშვი არ გაჩნდება

- წერს წყარო.
imageჟურნალ "StarHit" მიცემულ ინტერვიუში ქეთას მეგობარი Мирослава ჰყვება, რომ ქმარმა დაარწმუნა ქეთა მშობიარობა ლოს ანჟელესში და ბავშვისთვის საუკეთესო პირობებში იმ კლინიკაში ჩაეტარებინათ (Cedars-Sinai medical Center), სადაც ისეთმა სახეებმა იმშობიარეს, როგორებიცაა მადონა, ბრიტნი სპირსი, კიმ კარდაშიანი, ასევე ანნა სედოკოვა და ალსუ.
წყაროს ინფორმაციით აღნიშნულ კლინიკაში მშობიარობა 30 000 დოლარი ღირს და გეიხმანმა ეს თანხა კლინიკის ანგარიშზე უკვე ჩარიცხა.იმავე წყაროზე დაყრდნობით, მომღერალთან ჩაფრინდა მისი დედა ქალბატონი ნატალია, რომელიც დაეხმარება ქალიშვილს ჩვილის გაზრდაში.

Р. S. ბედნიერი და წარმატებული მშობიარობა ვუსურვოთ ქართველ ლამაზმანს ქეთა თოფურიას თავის ჯერ არ დაბადებულ პატარასთან ერთად.imageimageimage


0
232
8-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0