ორშაბათს, 4 მაისს მეგა-შოუ „იქს-ფაქტორის“ მეორე სეზონის პირველი „4 სკამის კონკურსი“ შედგა.
სანამ შედეგების გაცნობაზე გადავიდოდეთ, შეგახსენებთ, რომ საუკეთესო კონკურსანტები ოთხ კატეგორიად არის დაყოფილი, რომლებსაც ოთხი მენტორი ხელმძღვანელობს:
ბენდების კატეგორიას - თამთა გოდუაძე
ბავშვების კატეგორიას - ანრი ჯოხაძე
გოგონების კატეგორიას - სოფო ნოჟარაძე
ბიჭების კატეგორიას - გიორგი გაბუნია.
კონცერტის წამყვანებად ვიხილეთ მსახიობები რუსკა მაყაშვილი და გიორგი ყიფშიძე.
5 მაისს გამართულ კონკურსზე მაყურებლის წინაშე წარსდგა გოგონებისა და ბიჭების
კატეგორიები. მართალია, საკმაოდ ძლიერ კონკურსანტებს შორის მენტორებს არჩევანის გაკეთება ძალიან გაუჭირდათ, მაგრამ შოუს წესების თანახმად, თითოეულ კატეგორიაში შემავალი 10 კონკურსანტიდან მხოლოდ 4 დარჩა.
ამგვარად, ლაივ-კონცერტებზე მონაწილეობას მიიღებენ:
გოგონების კატეგორიიდან: მარიამ ივარდავა, თიკო მოსემღვდლიშვილი, ნინი ბრეგვაძე და ლინდა ადამია.
ბიჭების კატეგორიიდან: დიმა კობეშავიძე, გურამ საყვარელიძე, გიორგი ნაკაშიძე, რეზი ქარცივაძე.
შეგახსენებთ, რომ მომავალ ორშაბათს, 11 მაისს მაყურებლის წინაშე წარსდგება დარჩენილი ორი კატეგორია - ბენდები და ბავშვები.