x
image
worldsport.ge
იბრას მილანელოს ნოსტალგია მოეძალა?

imageავტორიტეტული იტალიური გამოცემა "კორიერე დელა სერა" სენსაციური ინფორმაციას აქვეყნებს. იტალიელი ჟურნალისტების ვარაუდით, ფრანგული "პარი სენ ჟერმენის" შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მილანში" დაბრუნებაზე თანახმაა.
შვედი ვარსკვლავის შესახებ არაერთხელ დაიწერა, რომ შესაძლოა ზაფხულში კლუბი შეიცვალოს, თუმცა აქამდე "როსონერის" სახელი მასთან არ დაკავშირებულა.
იბრაჰიმოვიჩი "სან სიროზე" 2010-2012 წლებში უკვე თამაშობდა და მილანელ გულშემატიკვრებს თავი კარგად დაამახსოვრა. გუნდთან ერთად მან თითოჯერ სკუდეტო და იტალიის სუპერთასი მოიგო, ხოლო პირადად კი იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.


გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0