x
image
worldsport.ge
მოულოდნელობა: პირლო “იუვეს” დატოვებას არ გამორიცხავს

imageტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ ავტორიტეტულ გამოცემა “ტუტოსპორტთან” საუბარში მეტად მოულოდნენლი განცხადება გააკეთა. ლეგენდარული მოთამაშის თქმით, თუ “ბებერი ქალბატონი” ჩემპიონთა ლიგის მოგებას მოახერხებს, იგი კლუბს დატოვებს.
“ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში “იუვენტუსიდან” წავალ, თუმცა იტალიაში არ დავრჩები და კარიერას უცხოეთში განვაგრძობ. მაგრამ კიდევ ვიმერობ, იმ შემთხვევაში თუ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ, ეს ტურინირი კი ჯერ არ მოგვიგია”, - ამბობს ინტერვიუში 35 წლის ფეხბურთელი.
ანდრეა პირლო “იუვეს” ღირსებას 2011 წლიდან მოყოლებული იცავს და გუნდთან ერთად ზედიზედ ოთხჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი. კლუბთან კონტრაქტი კი 2016 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.





გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0