შოუბიზნესი ვარსკვლავები, რომლებსაც მაკიაჟის გარეშე ვერ იცნობთ 2015, 1 მაისი, 22:35 ის ფაქტი, რომ მაკიაჟს ძალიან დიდი როლის თამაში შეუძლია ადამიანის შეცვლაში, საკამათო არავისთვისაა. ამჯერად წარმოგიდგენთ რამდენიმე უკიდურეს შემთხვევას, როცა მაკიაჟის გარეშე ყველასთვის ნაცნობი სახეების ცნობა თითქმის შეუძლებელია.
სოფია ვერგარა - მაკიაჟის გარეშე ამ ლამაზმანის ცნობა ხშირად პაპარაცებსაც კი უჭირთ. მადონა - უნდა ვაღიაროთ, რომ წითელ ხალიჩაზე იგი ძველებურად მომხიბვლავია, თუმცა ფოტოზე, სადაც მაკიაჟის გარეშეა წარმოდგენილი, მომღერლის ცნობა ნამდვილად გაგიჭირდებათ. ჰაიდი კლუმი - მშვენიერი, ბუნებრივად მომხივბლელი ქალბატონი, რომელიც მაკიაჟითაც და მის გარეშეც კარგად გამოიყურება. მაგრამ, დამეთანხმებით, მისი ცნობა მაინც ძალიან ძნელია... კეიტ აპტონი - გამოტყდით, რომელიმე თქვენგანი იცნობდა უმაკიაჟოდ ამ მშვენიერ, პლიუს-ზომის მოდელს? გოლდი ჰოუნი - კურტ რასელის მეუღლე, მართალია, მაკიაჟის გარეშე ძნელი ამოსაცნობია, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ 66 წლის ასაკისთვის მშვენიერ ფორმაშია. ქლოე კარდაშიანი - თვალებს არ უჯერებთ? რას ვიზამთ, ეს ნამდვილად კარდაშიანების ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელია. ტეილორ სვიფტი - უნდა ვაღიაროთ, რომ მაკიაჟის გარეშე იგი გაცილებით ახალგაზრდად გამოიყურება. პამელა ანდერსონი - აი, თურმე როგორ გამოიყურება "მალიბუს მაშველი" რეალურ ცხოვრებაში. ჯენიფერ ლოურენსი - კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ოსკარის ლაურეატებისთვის არაფერია უცხო. ადელი - "გრემისა" და "ოსკარის" მფლობელმა, 27 წლის ადელმა ეს ფოტო თავად გამოაქვეყნა ინსტაგრამზე. დამეთანხმებით, მისი ამოცნობა საკმაოდ რთულია. ლედი გაგა - ვაღიაროთ, მომღერლის ამგვარი ბუნებრივი იმიჯი გაცილებით გვაკვირვებს, ვიდრე მისი სკანდალური ჩაცმულობები. 836 7-ს მოსწონს
|