x
image
worldsport.ge
ანდრე აიუ კარიერას “რომაში” გააგრძელებს

image“მარსელის” 25 წლის განელმა შემტევმა ანდრე აიუმ კარიერის გაგრძელება “რომაში” გადაწყვიტა. L’Equipe-ს ცნობით, ზაფხულში აიუ თავისუფალი აგენტი გახდება და რომაულ კლუბს შეუერთდება. წყაროს ინფორმაციით, განელმა ფეხბურთელმა იტალიელებთან შეთანხმებას უკვე მიაღწია.
აიუს გადაბირებით ასევე დაინტერესებულები იყვნენ “დორტმუნდი” და “ინტერი”. ანდრე “მარსელის” ღირსებას 2007 წლიდან იცავს, სადაც ფებურთელმა 148 მატჩი ჩაატარა და 41 გოლი გაიტანა. აიუს განის ეროვნული ნაკრების მაისური 62-ჯერ მოურგია და 11 გოლი გაუტანია.



ლაშა ქოიავა

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0