x
image
worldsport.ge
“დილას” და ჯუღელს საქმიანი ურთიერთობა აქვთ

imageსაფეხბურთო კლუბ გორის “დილას” ხელმძღვანელობა განმარტავს, რომ მენეჯერ ივანე ჯუღელთან საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს.
კერძოდ, ჯუღელი ამჟამად “დილაში” მოთამაშე რამდენიმე ფეხბურთელის მენეჯერია.
“დილამ” განმარტება თავის ოფიციალური ვებგვერდზე გააკეთა:
“21 აპრილს, ს.კ.“ზესტაფონის” ყოფილმა პრეზიდენტმა ილია კოკაიამ სხვადასხვა ტელეარხებზე კვლავ ისაუბრა გორის “დილაზე” და ჩვენს მისამართით დასვა კითხვა - რა როლი აკისრია ივანე ჯუღელს კლუბის საქმიანობაში?.
ჩვენი მხრიდან, გვინდა დავაკმაყოფილოთ ილია კოკაიას ცნობისმოყვარეობა და ვუპასუხოთ, რომ ივანე ჯუღელი არის წარმატებული საფეხბურთო აგენტი, რომელთანაც ჩვენ გვაკავშირებს საქმიანი საფეხბურთო ურთიერთობა ფეხბურთელებთან დაკავშირებით. მისი რამდენიმე ფეხბურთელი ამჟამად ირიცხება გორის საფეხბურთო კლუბ “დილაში” და ბუნებრივია, მისი ინტერესიც ჩვენს მიერ ჩატარებულ შეხვედრებში”.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
1
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0