x
image
ვიზა კოხაძე
"სკანდალი" - 19 წლის პანკისელ ბიჭს გიორგი ბორჩაშვილს სირიაში წასვლას აიძულებენ და მოკვლით ემუქრებიან

imageსკანდალი პანკისის ხეობაში. პანკისელ 19 წლის ბიჭს გიორგი ბორჩაშვილს სირიაში წასვლას ოჯახი აიძულებდა, გარკვეული პირები მას უთვალთვალებდნენ და მოკვლით ემუქრებიან. პანკისელი გიორგი ბორჩაშვილის დედამ სამშაბათს "რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისმა შვილმა ბარგი ჩაალაგა და სავარაუდოდ, სირიაში წავიდა.

გიორგი ბორჩაშვილის ადგილსამყოფელის დადგენა მოხერხდა. როგორც პანკისელი ბიჭი "რუსთავი 2"-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ მასთან ნამდვილად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები სირიაში წასვლასთან დაკავშირებით, თუმცა მას შემდეგ, რაც უარი განაცხადა სირიაში წასვლაზე და სარწმუნოება შეიცვალა, მას ემუქრებიან. გიორგი ბორჩაშვილმა ამის შესახებ ქართველ სამართალდამცავებსაც აცნობდა და პოლიციისგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს. გიორგი ამბობს, რომ ის ოჯახის წევრებმა მისი სარწმუნოების გამო უარყვეს და სახლიდან გამოაგდეს.აი რას აცხადებს ახალგაზრდა 19 წლის მოზარდი: -

"დედაჩემმა ჩანთა გამომიტანა წადიო, მამაჩემმა მეჩხუბა ფული სახლში რატომ არ მოგაქვსო. გამომაგდეს სახლიდან. ფული რომ არ შემაქვს ხოლმე იმიტომ მექცევიან ასე. დედაჩემთან მივიდნენ და უთხრეს, რომ 400 ლარს გადაგიხდით და შენი შვილი მოგვეციო, დედაჩემმა უთხრა, 400 ლარი ცოტა არისო, 600 ლარი მოგვეცი და წაიყვანეთო. მამაჩემი ცულით გამომეკიდა მოსაკლავად და წამოვედი სახლიდან. რომ წამოვედი ეს ყველაფერი ტელევიზიაში მოვისმინე. დედაჩემს ჩემი გაყიდვა უნდოდა, ჩემი მოშორება".

ბორჩაშვილი "რუსთავი 2"-თან საუბრისას იმასაც ყვება, რომ მან ის ჩეჩენი ადამიანი გაიცნო რომელსაც ახალგაზრდები სირიაში გადაჰყავს, თუმცა შეთავაზებაზე უარი უთხრა და ახლა მას მოსაკლავად დასდევენ.

"მაღაზიდან გამოვდიოდი და შემხვდა ადამიანი ვისაუბრეთ მან სირიაში წასვლა შემომთავაზა მაგრამ მე უარი ვუთხარი. იმის მერე მითვალთვალებენ მემუქრებიან. დღეს მნახეს რიყეზე მოდიო მე ვერ მივალ ან მომკლავენ ან რაღაცას გამიკეთებენ, რადგან მათ უარი ვუთხარი. ისინი ძალიან ბევრნი არიან, ისინი დამყვებიან, ამჟამად აქ არ არიან. მეძებეს და ვერ მიპოვეს. იქ რომ გავიდე რიყეზე, ბევრნი არიან და ვიცი რომ მომკლავენ. პოლიციაში ვიყავი და დავწერე ეს ყველაფერი"- აცხადებს გიორგი ბორჩაშვილი.

0
48
9-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0