
დღევანდელ მსოფლიოში ასაკის დიდი სხვაობის მიუხედავად არავისთვის უცხო არ არის ცნობილი სელებრითების ქორწინებები.ხშირად გაიგონებთ 60 წლის ქალბატონის 20 - 25 წლით უმცროს მამაკაცზე ქორწინებას, ისევე როგორც 80 წლის მამაკაცების დაოჯახებას ასაკით უმცროს ქალბატონებზე.მაგალითისთვის საკმარისია გავიხსენოთ კინო ლეგენდების სასიყვარულო ურთიერთობები ახალგაზრდებთან. ენტონი ქვინი 47 წლით უფროსი იყო ქეთი ბენვინზე.ისინი 1997 წელს დაქორწინდნენ და ქეთი სიკვდილის ბოლომდე ანუ 2001 წლამდე ენტონთან ცხოვრობდა, რომელიც 86 წლისა გარდაიცვალა.

კიდევ უფრო საოცრება იყო ამერიკელი მსახიობის, კომიკოსის, რეჟისორის და პროდიუსერის ტონი რენდალის ქორწინება 51 წლით უმცროს ჰიზერ ხარლანთან. მსახიობი მასზე დაქორწინდა, როდესაც ის 25 წლის იყო, თავად კი თითმის 76 წელს იყო მიღწეული. მათი ქორწინება შენარჩუნებული იქნა ტონის გარდაცვალებამდე ანუ 2004 წლამდე.

ყველაზე დიდი ასაკობრივი სხვაობით გამოირჩეოდა ნავთობის მაგნატის ჯონი ჰოვარდ მარშალი, რომელიც ქორწინებაში იმყოფებოდა 63 წლით უმცროს ანა ნიკოლ სმიტზე.უმდიდრესი მაგნატი დაქორწინდა ფლეიბოის მოდელზე 1994 წელს, როცა ის 89 წლის იყო, ხოლო ანა 26 წლის. მარშალი ქორწინებიდან 13 თვეში გარდაიცვალა.

საინტერესოა ერი გრანტისა და ბარბარა ხერისის ქორწინება, რომელთა შორის სხვაობა 47 წელი იყო. წყვილი 1981 წელს დაქორწინდა და სიკვდილამდე - 1986 წლამდე ერთად ცხოვრობდნენ.
მსახიობმა ჰიუ ჰეფნერმა სამჯერ მოასწრო დაქორწინება და სამივეჯერ ასაკით პატარა გოგონები ჰყავდა. პირველად ის 37 წლით უმცროს კიმბერლეი კონდარზე დაქორწინდა 1989 წელს, როცა ის 63 წლის იყო.



შემდეგ 54 წლის უმცროს ჰოლი მედისონზე. მესამედ კი 60 წლით უმცროს ფლეიბოის მოდელზე კრისტალ ხერისზე. წყვილმა ოფიციალურად იქორწინა 2011 წელს ფაქტიურად ჰეფნერის ავადმყოფობის დროს.
მსახიობები ვუდი ალენი და სუნ - ი პრევინი, ასაკობრივი სხვაობა 35 წელი. როდესაც ვუდი ალენი 56 წლის და მეუღლე კი 19 წლის იყო. მათ ორი ქალიშვილი ჰყავთ.

25 წელია სხვაობა მაიკლ დუგლასსა და კეტრინ ზეტა ჯონსს შორის, რომელთაც ასევე ორი შვილი ჰყავთ.

არანაკლებ საინტერესოა დონალდ ტრამპის ქორწინება 24 წლით უმცროს მელანია კნაუსთან. ისინი 2004 წლიდან ერთად არიან და უმშვენიერესი პატარა გაუჩნდათ.

