ფეხბურთი პაცინი და კასანო ისევ ერთად 2015, 18 აპრილი, 15:09 ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “გაძეტა დელო სპორტი” იუწყება, რომ სერია B-ს ბინადარი “ბოლონია” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გამოცდილი იტალიელი ფორვარდების ანტონიო კასანოსა და ჯამპაოლო პაცინის დამატებას ეცდება. 32 წლის კასანო იანვრიდან მოყოლებული უგუნდოდაა და წესით “როსობლუს” მისი დაყოლიება არ უნდა გაუჭირდეს. რაც შეეხება პაცინის, იგი “მილანის” ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება და გუნდს ზაფხულში შეიცვლის. გიორგი მელქაძე 4 შეფასება არ არის
|