ვეტერანი ესპანელი თავდამსხმელის, რაულის განცხადებით, რომელიც ამჟამად “ნიუ-იორკ კოსმოსის” რიგებში თამაშობს, მას არ ესმის თუ რის საფუძველზე ირჩეოდა ან ირჩევა “ოქროს ბურთის” გამარჯვებულები.
“ჩემთვის, პაოლო მალდინი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა იგი არასდროს დაჯილდოვებულა “ოქროს ბურთით” მხოლოდ იმიტომ, რომ მცველი იყო. იგივე შემიძლია ვთქვა რაიან გიგზისა და პოლ სქოულზის შესახებაც. დღეს “კოსმოსის” ახალგაზრდა ფეხბურთელები მაგალითს ჩავისგან და ინიესტასგან იღებენ, ანდაც სერხიო რამოსისგან. ეს ფეხბურთელები მეტ პატივისცემას იმსახურებენ”, - თქვა რაულმა.
რაული მადრიდის “რეალის” ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფეხბურთელად ითვლება. აღსანიშნავია, რომ “ოქროს ბურთი” არც მას მოუგია.
გიორგი მელქაძე
www.worldsport.ge