x
image
natia.a
ყველაზე ცნობილი შერეული წყვილები - სიყვარული ბრმაა 3
კანის ფერისა თუ რასის მიხედვით შერეული წყვილებით დღეს შოუ-ბიზნესში, ისევე, როგორც საერთოდ ცივილიზებულ მსოფლიოში, ვეღარავის გააკვირვებ და ეს, ცხადია, კარგიცაა - სიყვარული ხომ არანაირ საზღვრებს არ ცნობს...


ქვემოთ წარმოგიდგენთ სხვადასხვა კანის ფერის მქონე ყველაზე ცნობილ წყვილებს, რომელთა მაგალითზე კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ მთავარი ურთიერთგაგება და ძლიერი გრძნობაა.


1. რობერტ დე ნირო და გრეის ჰაიტაუერი


image


დაიან ებოტი, პემ გრაიერი, ანტონია მური, ტუკი სმიტი, უიტნი ჰიუსტონი, შარმენ სინკლერი, ნაომი კემპბელი - ყველა ამ ცნობილ მსახიობსა თუ მოდელს აერთიანებს ორი რამ: ისინი ფერადკანიანები არიან და ყველა მათგანი ხვდებოდა რობერტ დე ნიროს. გამონაკლისს არც დე ნიროს ამჟამინდელი მეუღლე წარმოადგენს. მათ ერთმანეთი 28 წლის წინ გაიცვნეს. იმ დროს გრეისი ფოტომოდელი იყო, თუმცა არც თუ ისე წარმატებული კარიერა ჰქონდა და ამიტომ სტიუარდესადაც მუშაობდა. მოდელი-სტიუარდესა და მსახიობი 10 წელი უბრალოდ ხვდებოდა ერთმანეთს, ბოლოს კი დაქორწინდნენ. კიდევ 10 წელი მსახიობი კარგად იქცეოდა, მაგრამ ბოლოს ვეღარ მოითმინა და ცოლს უღალატა. გრეისმა ეს არ აპატია, დაშორება მოითხოვა და პრესისთვის ინტერვიუებში მეუღლეს ნარკომანობა და ხულიგნობა დააბრალა. ეს ყველაფერი ორი წელი გრძელდებოდა. შემდეგ კი მსახიობი პროსტატის კიბოთი დაავადდა და მკაცრი ექს-მეუღლე მასთან დაბრუნდა. ისინი ისევ დაქორწინდნენ და სუროგატი დედის საშუალებით მეორე შვილიც გააჩინეს. როგორც ჩანს გრეისი საკმაოდ მტკიცე ხასიათის ქალბატონია (სხვათა შორის ეს ფოტოზეც კარგად ჩანს!).


2. სილი და ჰაიდი კლუმი

image

მიუხედავად იმისა, რომ ხმაურიანი ჰიტები არ ჩაუწერია, 52 წლის ბრიტანელი მომღერალი სილი ბოლო წლების განმავლობაში მაინც ძალიან პოპულარულია. ამის მიზეზი კი მისი მეუღლე, ტოპ-მოდელი ჰაიდი კლუმია. როცა შეხვედრები დაიწყეს, ჰაიდი ბიზნესმენ ფლავიო ბრიატონესგან იყო ორსულად. მას შემდეგ, რაც ფლავიოს ღალატი შეიტყო, მოდელმა იგი მიატოვა და მალევე გაიცნო სილი. ისინი ერთმანეთს ერთი თვის მანძილზე ხვდებოდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო ჰაიდიმ ორსულობის გამხელა. თუმცა ამ ამბავმა მათ ურთიერთობას ვერაფერი ავნო. უფრო მეტიც, მომღერალმა იშვილა ახალდაბადებული გოგონა და დაქორწილდა საყვარელ ქალზე. "ის ყველაზე მომხივბლელი, მოსიყვარულ კაცია, ნამდვილი ჯენტლმენი. მის გვერდით თავს განუმეორებლად ვგრძნობ", ამბობდა ჰაიდი. თუმცა ეს "განუმეორებლობა" მხოლოდ 7 წელს გაგრძელდა, რის შემდეგაც წყვილი დაშორდა.


3. დევიდ ბოუი და იმანი

image

სუპერმოდელი, რომელიც ივ-სენ-ლორანთან, დონა კარანთან და ვერსაჩესთან მუშაობდა, დევიდ ბოუის დიდი ხნის ფანატი იყო. ისინი ერთმანეთს საერთო ნაცნობი სტილისტის დაბადების დღეზე შეხვდენენ და ადვილად გამონახეს საერთო ენა. მალევე იქორწინეს. ჰყავთ საერთო ქალიშვილი და იშვიათად ჩნდებიან პუბლიკის წინაშე.

4. ნაომი კემპბელი და ვლადისლავ დორონინი

image

რუსმა ბიზნესმენმა და ნაომი კემპბელმა ერთმანეთი 2008 წელს კანის ფესტივალზე გაიცვნეს. 5 წლის მანძილზე მათი შეხვედრები მუდმივად ექცეოდა ყვითელი პრესის ფურცლებზე, რასაც თავად წყვილიც უწყობდა ხელს - ხმაურიანი, გლამურული წვეულებები მათი ცხოვრების სტილი იყო. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, ყველა ელოდა მათ ქორწილს, მაგრამ, როგორც ჩანს, დორონინმა გადაწყვეტილება ვერ მიიღო...


5. დაუცენ კრეზი და სანერი ჯეიმსი

image

Victoria’s Secret-ის ანგელოზმა და დიჯეიმ, სანერი ჯეიმსმა ერთმანეთი 5 წლის წინ გაიცვნეს. მათ არანაირი ჭორების საბაბი არ მიუციათ ყვითელი პრესისთვის და ყოველგვარი ხმაურის გარეშე, 2010 წელს შეუღლდნენ. ქორწილი ძალიან ვიწრო წრეში ჩატარდა. პატარძალი გამოწყობილი იყო არც თუ ისე ძვირფას კაბაში, ყოველგვარი კოსმეტიკის გარეშე, ხოლო საქორწილო საჩუქრების მაგივრად, ახლადდაქორწინებულებმა სტუმრებს სთხოვეს, თანხა საქველმოქმედო ფონდში გადაერიცხათ. ისინი დღემდე ბედნიერად და მოკრძალებულად ცხოვრობენ.

6. კანიე უესტი და კიმ კარდაშიანი

image

თითქმის 7 წლის მანძილზე რეპერი კანიე უესტი შორიდან აკვირდებოდა კიმ კარდაშიანის ცხოვრებას, სხვა მამაკაცებთან მის შეხვედრა-დაშორებებს. ბოლოს კი, როცა კიმის ქორწინება კალათბურთელ კრის ჰამფრისთან ქორწილიდან სულ რაღაც 72 დღეში დაიმსხვრა, დიჯეიმ დრო იხელთა. კანიე და კიმი მალევე დაქორწინდნენ, რასაც ცხადია, ყვითელი პრესის ყურადრების გარეშე არ ჩაუვლია. თუმცა ხმები დადის, რომ ვარსკვლავური ქორწინების შენარჩუნება ორივეს ძალიან უჭირს: კარდაშიანს მაღაზიებში სიარული უყვარს, უესტს კი - მუზეუმებში.


7. უესლი სნაიპსი და ნაკაიანგ "ნიკი" პარკი

image

მსახიობი უესლი სნაიპსის პირველი ცოლი პუერტორიკოელი იყო, შემდეგ ხვდებოდა მეტის ჰოლი ბერის, ამის შემდეგ - ჩინელ დონა ვონგს, საბოლოოდ კი მეორედ იქორწინა კორეელ მხატვარზე, ნიკი პარკზე, რაც უკვე 12 წელია გრძელდება. წყვილს 4 შვილი ჰყავს. მსახიობი გამოირჩევა ცნობისმოყვარე ხასიათით, აინტერესებს სხვადასხვა ქვეყნების კულტურა და ტრადიციები. ოდესრაც იგი კათოლიკე იყო, შემდეგ ისლამი მიიღო, მერეკი ისევ ქრისტიანობას დაუბრუნდა, თავის მეორე სამშობლოდ კი თვლის სამხრეთ კორეას, საიდანაც არის მისი მეუღლე.




0
954
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
954
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0