x
image
worldsport.ge
ჩიჩარიტომ შესაძლოა ევროპას დატოვოს

imageმადრიდის “რეალის” მექსიკელი თავდამსხმელი ხავიერ ერნანდესი, იგივე ჩიჩარიტო შესაძლოა ზაფხულში აშშ-ს MLS-ის ბინადარ “ორლანდო სიტიში” გადავიდეს. ამის შესახებ ინგლისური გამოცემა “დეილი მეილი” იუწყება. ჩიჩარიტო მადრიდულ გრანდში იჯარით ასპარეზობს, ისე კი “მანჩესტერ იუნაიტედის” საკუთრებაშია.
26 წლის მექსიკელი ფორვარდი “რეალში” გასულ ზაფხულს გადავიდა, მაგრამ გუნდის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება ვერ შეძლო. დღემდე მან ლა ლიგაში 14 მატჩში ითამაშა და 3 გოლი გაიტანა.
როგორც მოგეხსენებათ, “ორლანდო სიტიში” ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი კაკა თამაშობს.

გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0