x
image
worldsport.ge
ლორია და პაოკ-ი წელიწადში 250 000 ევროზე შეთანხმდნენ

imageსაბერძნეთის საფეხბურთო სუპერლიგაში მოასპარეზე პაოკ-ი და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია 3-დღიანი მოლაპარაკების შემდეგ შეთანხმდნენ.
ბერძნული ინტერნეტპორტალის imerisia.gr-ის ინფორმაციით, მხარეებმა გამოსავალი იპოვეს და ლორია 4-წლიან კონტრაქტის გაფორმებაზე თანახმაა, რომლის თანახმად წელიწადში 250 000 ევროს მიიღებს. ქართველი მეკარე თავდაპირველად წელიწადში ხელფასის სახით 400 000 ევროს ითხოვდა, ხოლო ბერძნები 200 000-ს თავაზობდნენ. თუმცა, საბოლოოდ 250 000 ევროზე შეჯერდნენ.
ხელშეკრულების დასადებად კიდევ მცირე დეტალებია დასაზუსტებელი, მაგრამ imerisia.gr-ი იუწყება, რომ ისინი კონტრაქტის დადებას ხელს არ შეუშლიან.
ლორიამ პაოკ-ის პრეზიდენტ იაკობ ანგელიდესთან შეხვედრისას არა მხოლოდ გარიგების ფინანსური, არამედ, იურიდიული დეტალებიც განიხილა. 3 აპრილს მეკარე სალონიკიდან საქართველოში გამოფრინდა.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0