x
image
worldsport.ge
პრემიერლიგა ქვედა ლიგის კლუბებს 1 მილიარდს გამოუყოფს

imageინგლისის პრემიერლიგის კლუბები შეთანხმდნენ და ქვედა დივიზიონების კლუბებისთვის, ასევე ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის, მინიმუმ 1 მილიარდ გირვანქა სტერლინგს გაიღებენ.
BBC-ს ცნობით, საუბარია იმ თანხებზე, რომელსაც გუნდები ტელემაუწყებლობასთან გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, 2016/2017 წლების სეზონიდან მიიღებენ. შეგახსენებთ, ინგლისის პრემიერლიგამ Sky-ს და BT-ს ტელეუფლებები სამი წლით მიჰყიდა და ამაში სარეკორდო თანხას, 5, 14 მილიარდ გირვანქა სტერლინგს მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ წინა კონტრაქტის თანახმად, პრემიერლიგა ქვედა დივიზიონის გუნდებს 700 მილიონ გირვანქა სტერლინგს უხდიდა. ახლა კი, ფინანსური დახმარება 40 პროცენტით იზრდება მაშინ, როდესაც შემოსავალი 70 პროცენტით გაიზარდა - 3 მილიარდიდან 5, 14 მილიარდამდე.

ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
23
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0