x
image
worldsport.ge
ენრიკე: “რეალთან მატჩი მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი”

image“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მოახლოებულ “ელ კლასიკოსთან” დაკავშირებით თავისი აზრი გამოთქვა.
“რეალთან” მატჩი მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. ჩვენ 10 რთული მატჩი გველოდება, მათ შორის “რეალთან” შეხვედრა ყველასგან განსხვავებულია. ჩვენ პრინციპულ მეტოქეს ვხვდებით, რომელიც ამჟამად სატურნირო ცხრილში ჩვენი მეზობელია. ამ მატჩს ფავორიტი არ ჰყავს. დღეს ორი დიდი გუნდი შეხვდება ერთმანეთს, მაგრამ “ბარსელონას” მოედნის და მაყურებლის უპირატესობა ექნება, რაც უნდა გამოვიყენოთ. რთული მატჩი გველოდება, მაგრამ ჩვენი გულშემატკივრების იმედი გვაქვს, რომლებიც ყოველთვის მხარს გვიჭერენ. მეტოქეზე მეტი საგოლე მომენტი უნდა შევქმნათ და ბურთზე კონტროლი დავაწესოთ. ჩემი ფეხბურთელები საჭირო დროს, საჭირო ადგილზე უნდა აღმოჩდნენ. იმავე “რეალს” ველოდები, რაც ჩვენ წინააღმდეგ პირველ წრეში ვიხილეთ”, - ლუის ენრიკეს სიტყვებს “ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.
“ბარსელონა” რეალის” მატჩი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.
27 ტურის შემდეგ ესპანეთის პრიმერა დივიზიონს 65 ქულით “ბარსელონა ლიდერობს, მეორე ადგილს 64 ქულით მადრიდის “რეალი” იკავებს.

ლაშა ქოიავა

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0