x
image
worldsport.ge
ალეგრი: “გამარჯვებამ ფეხბურთელებში რწმენა გაზარდა”

imageimageჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ტურინის “იუვენტუსმა” დორტმუნდის “ბორუსიას” ბარიერი დაძლია. მატჩის შემდეგ მასიმილიანო ალეგრი თავისი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი იყო, იტალიელმა მწვრთნელმა მოთამაშეთა დისციპლინაზე გაამახვილა ყურადღება.
“ბორუსია” ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ მათი დამარცხება, რაც მნიშვნელოვნად ფეხბურთელთა დისციპლინირებულმა ქმედებამ განაპირობა.
კმაყოფილი ვარ ფეხბურთელების თამაშით, მათ 2 ძალიან კარგი მატჩი ჩაატარეს, თითქმის შეცდომების გარეშე იასპარეზეს. ევროპულ ასპარეზზე ბევრისთვის მოულოდნელი შედეგი ვაჩვენეთ. განსაკუთრებით აღვნიშნავ იმ ფაქტს, რომ ჩემი ფეხბურთელები დისციპლინირებულად მოქმედებდნენ”, - განაცხადა ალეგრიმ.
“ბოლო დროს “იუვენტუსს” აკრიტიკებდნენ, მაგრამ დღევანდელმა გამარჯვებამ ფეხბურთელებში რწმენა გაზარდა. მათ თავიანთი პოტენციალის, ფიზიკური და ტექნიკური შესაძლებლობების ირწმუნეს”, - აღნიშნა იტალიელმა მწვრთნელმა.
მატჩისშემდგომ განცდილ მარცხზე ისაუბრა იურგენ კლოპმა. მისი თქმით საწყის წუთებში გაშვებულმა გოლმა მატჩზე დიდი გავლენა მოახდინა.
“მატჩის დასაწყისში გაშვებული გოლი იყო ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო. პირველმა გოლმა ჩვენს ფსიქოლოგიაზე უარყოფითად იმოქმედა.
"იუვენტუსმა" შესანიშნავი თამაში აჩვენა, ჩვენ კი საგოლე მომენტების შექმნა ვერ მოვახერხეთ, რამაც ჩვენი მარცხი განაპირობა. ეს ღამე უნდა დავივიწყოთ", - აღნიშნა იურგენ კლოპმა ჟურნალისტებთან საუბარში.
ტურინის “იუვენტუსმა” ორი მატჩის ჯამში 5:1 დაამარცხა იურგენ კლოპის გუნდი. იტალიელებმა საშინაო არენაზე 2:1 დაამარცხეს მეტოქე, გერმანიაში კი სამი უპასუხო გოლი გაიტანეს.


დიმა შარიქაძე

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0