x
image
ვიზა კოხაძე
ფარაონების მიმბაძველი ბრაზილიელი მილიარდელი საყვარელ ნივთებს საიქიოში წინასწარ გზავნის

imageბრაზილიელი მილიარდელი, რომელიც 62 წლის ასაკშია და რომელიც სან პაულოს ყველაზე ძვირადღირებულ რაიონში ცხოვრობს, 14000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობის მფლობელია.ბატონი კაუნთ ჩიკინ ო სკარპამ იტალიაში დაბადებული მამისგან Francisco Scarpa საგრაფოს ტიტული მიიღო საზოგადოებაში შეტანილი საქველმოქმედო წვლილისათვის და მამისგან დატოვებული ქონებაც მემკვიდრეობით ერგო.

მას საკუთარ ქვეყანაში ყველაზე ექსცენტრიულ ბიზნესმენად მოიხსენიებენ.თავიდან მან მამის მიერ დატოვებული სამთო მრეწველობა და ლუდსახარში საამქროები ჩაიბარა, მაგრამ ჭკვიანმა ბიზნესმენმა საინვესტიციო კომპანია დააფუძნა და დიდი ქონებაც დააგროვა. მას ორი ცოლი ჰყავდა - პირველი გარდაეცვალა, ხოლო მეორესთან გაყრილია.შვილები არ ჰყავს, მაგრამ ჰყავს კაკადუ, რომელსაც საკუთარ ქალიშვილს უწოდებს და რომელშიც მილიარდელს 14 000 გირვანქა სტერლინგი აქვს გადახდილი. კაკადუს საკუთარი სახელი და გვარი აქვს - Filomena Leopoldina Sofia Scarpa.imageბრაზილიელმა მილიარდელმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე საზოგადოებას ამცნო იმის შესახებ, რომ ის ეგვიპტელი ფარაონების მსგავსად საიქიოში გაისტუმრებს მისთვის საყვარელ და ძვირადღირებულ ნივთებს. ამჯერად მან 310 000 ევროდ ღირებული "ბენტლი კაბრიოლეტი" საკუთარ ეზოში ჩამარხა, სადაც თავად უნდა დასაფლავდეს და შთაგონებული ეგვიპტელი ფარაონებივით ასე მოიწყობს კომფორტულ ცხოვრებას "the other side"!'imageimageimageimageimageimageბიზნესმენი, რომელსაც ხარისხი აქვს ეკონომიკაში და რომელიც იაპონური საბრძოლო ხელოვნების აკადემიის შავი ქამრის მფლობელია, განმარტავს, რომ მისი გადაწყვეტილება საბოლოოა და ის ასე შეინახავს საკუთარ საგანძურს საიქიოში.ხოლო რაც შეეხება კაკადუს ბედს, გაიზიარებს თუ არა " ქალიშვილად" წოდებული ფრინველი ავტომანქანის ბედს, ჯერჯერობით დაუზუსტებელია - წერს წყარო.imageimageimage






0
200
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
200
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0