საზოგადოება ''რამ გადაგრიათ ადამიანებო!'' - მარიამ როინიშვილი დედის დასაცავად საგანგებო განცხადებას ავრცელებს 2015, 18 მარტი, 11:56 სოციალურ ქსელს და განსაკუთრებით "ფეისბუქს" ცნობილი და პატივსაცემი ადამიანებიც ხშირად სტუმრობენ და თავიანთ გულისწყვეტას თუ სიხარულს შესაბამისი სტატუსებით ეხმაურებიან. ამ შემთხვევაში გამონაკლისი არც ყველასათვის ცნობილი მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე გახლავთ, რომელმაც გასულ კვირას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ქალბატონი თამარი ქართულ ტელევიზიებს და "ნამდვილ კოლეგებს" ხმის ამოღებისკენ მოუწოდებდა: - " ... ხმა ამოიღეთ, თორემ მომავალი თაობისთვის თვალებში ჩახედვის შეგრცხვებათ, რადგან არაპროფესიონალებმა წალეკეს ტელევიზიები"...
ჭოხონელიძის მიმართვას უამრავი ადამიანის გამოხმაურება მოჰყვა, ზოგი ეთანხმებოდა თამარის ტექსტს, თუმცა კრიტიკოსებიც ბევრი გამოუჩნდა. ის საკუთარი აზრის დასაფიქსირებლად გადაცემა " რეაქციაშიც" კი მიიწვიეს.
ქალბატონი თამარის გარშემო ატეხილი სკანდალი ასე არ დასრულებულა და ფეისბუქის ერთ - ერთმა მომხმარებელმა სწორედ ის ვიდეო ატვირთა წარწერით ( " აი, როგორ გამოიყურება და ჟღერს ტოტალური დეგენერატი"), სადაც მომღერალი პირდაპირ ეთერში ჩაერთო პოლიტიკურ თოქ - შოუ " რეაქციას".
მარიამ როინიშვილმა კი დედა შემდეგი სტატუსით დაიცვა " ფეისბუქზე": - "
''აი, ქვეყნის სახე ქალბატონი ნონა შენგელაია... რამდენი საერთო მეგობარი მყავს თურმე და მსგავს სტატუსზე არავინ ეხმიანება. ვიღაც იტყვის, არ ვეთანხმებით და იმიტომო, თუმცა მე გამოსარჩლებას არც ვითხოვ, უბრალოდ ქალს რომ ამ სიტყვით მიმართავენ ამ ქვეყანაში და კიდევ მსგავსებით... ტაში. სულ ვამბობ, რომ ბევრ კაცს ჯობია თავისი ვაჟკაცობით ეს ქალი და ასე იქნება, რადგან მშიშარა არაა!!! არ ეშინია საკუთარი აზრის გამოხატვის, რომ ხვალ და ზეგ ვიღაც არ დაიფარავს, თითქმის ყველა რომ გამორჩენაზე ფიქრობთ, რამ გადაგრიათ ადამიანებო!" 609 12-ს მოსწონს 1-ს არა |
თამარ ჭოხონელიძე ბევრისგან განსხვავებით შესანიშნავი ადამიანია.