საზოგადოება ერთ - ერთი ყველაზე ექსტრავაგანტული პირველი დაბადების დღე! - როგორ აღნიშნეს ერთი წლის გოგონას დაბადების დღე მდიდარმა მშობლებმა ( + ვიდეოები ) 2015, 18 მარტი, 1:22 თუკი ოდესმე ვინმეს ასე მდიდრული და სამუდამოდ დასამახსოვრებელი დაბადების დღე გადაუხდია, ისტორიას არ ახსოვს - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული საიტი და იუბილარიც ხომ სწორედ ბრიტანელი ტამარა ექსტლოუნის და ჯეი რატლენდის ერთი წლის ქალიშვილი სოფია Ecclestone გახლავთ.
რა ხდებოდა იუბილეზე, რაზეც დღეს თითქმის ყველა საუბრობს? მდიდარმა მშობლებმა გადაწყვიტეს მინი ზოოპარკი და ბურთების ციხე - სიმაგრე მოეწყოთ პატარასთვის.აქ ნახავდით ზებრებს, ცხვრებს, ლეკვებს და ენით აუწერელ სიმშვენიერეს - წერს წყარო.
მსგავსი ღონისძიებების ცნობილი ორგანიზატორი Steven Duggan, რომლის სახელს უკავშირდება ელტონ ჯონისა და ადელას ბავშვების გრანდიოზული საღამოების ავტორობა, განაცხადა, რომ ღონისძიება სავარაუდოდ 70 000 გირვანქა სტერლინგზე მეტი დაიხარჯებოდა.მისივე თქმით "ეს არის ჯადოსნური, სრულყოფილი ზღაპრების პარტია".
სიმშვიდის მოყვარული ტამარა Ecclestone კი აცხადებს, რომ " მთავარია ბავშვის მშვიდ, დახვეწილ გარემოში აღზრდა და არა მსგავსი საღამოების ხშირი მოწყობა. ეს პირველი დაბადების დღე იყო და ამიტომაც გადავწყვიტეთ ასე აღგვენიშნა, თუმცა ამის დამკვიდრებას ნამდვილად არ ვაპირებთ" თავისუფლად შეიძლება ქალბატონ ტამარა უწოდო " გიჟი" დედა. და მაინც რატომ? – " ჩემი სიყვარული სოფიას მიმართ იმდენად ღრმაა, რომ ჩემი მომავალი უკან მოვიტოვე და მისით ვცოცხლობ.ის ჩემთვის პრიორიტეტია, რომელმაც თავდაყირა დააყენა ყველაფერი.მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ძალზედ დამღლელია, მე ვარ პრაქტიკული დედა, მე ვარ შეშლილი ქალი, რამდენადაც სრულიად შეპყრობილი ვარ სოფიათი...ჩემი საყვარელი ყავაც კი არ დამილევია ორსულობის პერიოდში და ამიტომაცაა, რომ სოფია ჯანმრთელია დღეს" - აცხადებს Tamara Ecclestone. . 199 6-ს მოსწონს 1-ს არა
|