ფიფა/კოკა-კოლას მარტის თვის რეიტინგში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების პოზიცია იანვრისა და თებერვლის მსგავსია – 126-ე ადგილი.
რეიტინგის სათავეში მდგომარეობა უცვლელია. პირველ ადგილზე გერმანიაა, მეორეზე - არგენტინა, მესამეზე - კოლუმბია.
ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგის მიხედვით, ამჟამად, მსოფლიოს საუკეთესო 20 გუნდის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
1 (1). გერმანია – 1770
2 (2). არგენტინა – 1577
3 (3). კოლუმბია – 1499
4 (4). ბელგია – 1471
5 (5). ჰოლანდია – 1415
6 (6). ბრაზილია – 1348
7 (7). პორტუგალია – 1191
8 (8). საფრანგეთი – 1180
9 (9). ურუგვაი – 1164
10 (12). იტალია – 1146
11 (10). ესპანეთი – 1130
12 (11). შვეიცარია – 1126
13 (13). კოსტა-რიკა – 1095
14 (16). რუმინეთი – 1081
15 (14). ჩილე – 1057
16 (17). ჩეხეთი – 1045
17 (15). ინგლისი – 1031
18 (18). ალჟირი – 986
19 (19). ხორვატია – 963
20 (20). კოტდივუარი – 944
...34 (40). პოლონეთი – 778
...39 (38). შოტლანდია – 727
... 66 (65). ირლანდია – 537
...126 (126). საქართველო – 225
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, გერმანია, პოლონეთი, შოტლანდია და ირლანდია D ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები არიან. კიდევ ერთი მოწინააღმდეგე გიბრალტარი რეიტინგში არ ფიგურირებს, რადგან ფიფას წევრი არაა.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge